„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და ყველა ცნობილმა საერთაშორისო საფეხბურთო პორტალმა მატჩის მოთამაშედ დაასახელა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის დაპირისპირებაში ქართველმა ვარსკვლავმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა 3:1. ეს მისთვის საფრანგეთის ლიგაში შესრულებული პირველი დუბლი აღმოჩნდა.
„ოსერთან“ ქართველის თამაშს ორმა ცნობილმა ინტერნეტ-პორტალმა, Whoscored-მა და Sofascore-მ იდეალური შეფასება, 10,0 ქულა დაუწერა და მატჩის მოთამაშედ დაასახელა.
გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ ემოციებს სოციალურ ქსელში ხვიჩას მეუღლე, ნიცა თავაძე გვიზიარებს.
ნიცა მეუღლეს შვილთან ერთად გულშემატკივრობდა.
ხვიჩა კვარაცხელია უსაყვარლეს შვილთან ერთად – ნიცა თავაძე ქმარ-შვილის ფოტოს გვიზიარებს
ფოტო: „პირველი არხი“