LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია – გვინდა, რომ საქართველოში იყოს მეტი ინოვაციური ბიზნესი

1

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკისპროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა, ღონისძიებას დაესწრო სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და წინა პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები.

ეკონომიკის სამნისტროს ინფორმაციით, გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაშისაქართველოში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური პროდუქტებისგანვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ამიტომ ის ვერ იქნება ორიენტირებულნი ფართომასშტაბიან, დიდ ეკონომიკურ პროექტებზე.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საშუალო და მცირე ზომის, მაღალი დამატებითი ღირებულების ბიზნესებს და პროექტებს. ამ თვალსაზრისით, რას თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი, რომლებიც შექმნის ძალიან მაღალ ღირებულებას, იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, პარალელურად კი ქვეყანას უცხოურ ვალუტას მოუტანს, რაც დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, და გახდება მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი გახდება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ ცხადდება,საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარსშეადგენს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

კონკურის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები