LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკბილეული, რომელიც აფხაზეთში საკუთარ ეზოს გაგახსენებთ

46229030_2729899317023938_986929973623259136_n

ქართული ნატურალური ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანია „ჩირიფრუტმა” ჯარისკაცებისთვის ტკბილეულის ნაკრები შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი სასაჩუქრე შეფუთვა შეიქმნა მათთვის, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანას.

„სიხარულით და სიამაყით გიზიარებთ ჩვენს ახალ სასაჩუქრე შეფუთვას, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი გულის ძგერა ამ ქისაში შევაგროვეთ და ჯარისკაცებისთვის შევქმენით ტკბილეულის ნაკრები, რომელიც ნამდვილად გააღვიძებს მათში ყველა დადებით ემოციას და დიდხანს გაჰყვება საყვარელი ადამიანისგან ნაჩუქარი „ჩირიფრუტის” ტკბილეულის გემო”, – აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „ჩირიფრუტმა” პატრიოტულ თემატიკაზე ახალი ტკბილეულიც გამოუშვა. კერძოდ, დამზადდა ფეიხოა შოკოლადში. კომპანიის განმარტებით, ახალი პროდუქტი აფხაზეთიდან ჩამოტანილი ფეიხოასგან მზადდება.

„ყველას, ვინც კი ამ საოცარ დესერტს დააგემოვნებს, გაახსენდება საკუთარი ეზო აფხაზეთში. ხოლო, ვისაც არასოდეს უნახავს იქაურობა, შეუძლია შეიგრძნოს, თუ რა ნოსტალგიებს იტევს ეს ნოვაციური ბურთულა”, – აცხადებენ „ჩირიფრუტში”.

შეგახსენებთ, შპს „ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. „ჩირიფრუტის” პროდუქცია ხელნაკეთია, შესაბამისად, გამოირჩევა ვიზუალით. ამასთან, აღსანიშნავია ნაწარმის ხარისხი და გემოვნური თვისებებიც.  „ჩირიფრუტის” პროდუქცია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში” იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g