LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ი იაპონიაში ქარხნებს დახურავს

106
Nissan-ი იაპონიაში ქარხნებს დახურავს

Nissan-ი სამშობლოში და საზღვრებს გარეთ ქარხნებს დახურავს. კომპანია იაპონიის ორ საწარმოში აპირებს წარმოების შეწყვეტას. ოპტიმიზაცია შეეხება რამდენიმე საზღვრებს მიღმა მდებარე ქარხანასაც: მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, არგენტინასა და მექსიკაში მდებარე საწარმოებს. ამ გზით, ფინანსურ სიდუხჭირეში აღმოჩენილი Nissan მიმდინარე ხარჯების შემცირებას იმედოვნებს.

იაპონიაში დახურვის ორი კანდიდატიდან ერთი ოპამეს ქარხანაა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად 240 ათას ავტომობილს უშვებს. 2024 წლის ბოლოს მოედანზე 3900 ადამიანი იყო დასაქმებული, ყველაზე პოპულარული მოდელი კი Leaf იყო, რომელიც კონვეიერზე 2010 წელს დადგა.

დახურვის მეორე კანდიდატი სენანეში მდებარე ქარხანაა, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 150 ათასი მანქანაა და შტატი 1200 ადამიანს ითვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები