LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო დე…როგორ მენანები ამ ტკივილისთვის“ – „ბოლო ზარზე“ ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1347
2025-05-24_01-50-29_989901

159-ე სკოლასთან, „ბოლო ზარზე“ ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი, ნათია ბიჩინაშვილი ახალ, ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, დაშავებულ ქალს სამწუხაროდ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

„როგორ მენანები დე ამ ტკივილისთვის. როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო დე. დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით დე, სულ გიჯერებდი მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები დე. ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. მთელი გული შენთან დამრჩა. როგორ მიჭერდი რო არ დამეტოვებინე. გული მიკვდება. მაპატიე დე და ცოტაც გაუძელი. მე მჯერა შენი“, – წერს ნათია ბიჩინაშვილი.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g