ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Bogvi International Trading Company Ltd“ ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
„Interwine China“ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ალკოჰოლური სასმელების გამოფენაა, რომელიც 2005 წლიდან წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. ყოველწლიურად მასში მონაწილეობს 500-ზე მეტი მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ღონისძიებას ათეულ ათასობით ვიზიტორი სტუმრობს: ღვინის ბაიერები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროს ქსელების წარმომადგენლები.
წელს გამოფენაზე მსოფლიოს 53 ქვეყნის ღვინოპროდუქცია იყო წარდგენილი.
