LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო დუეტი – ჯგუფი ”მირაჟი”

93

თაკო მელიქიშვილსა და გადაცემა ”რადიო დუეტს” ამჯერად ”მირაჟი” ესტუმრა. პაატა და შოთიკო ”არ დაიდარდოში” მცირე პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ და ახალი სიმღერის შესახებ ისაუბრეს. ”მირაჟმა” პირდაპირ ეთერში ”ცოცხლადაც” იმღერა. ბიჭებმა აღნიშნეს, რომ შესანიშნავი განწყობა აქვთ და მათთვის ახალი სიმღერა ყოველთვის რაღაც ახალთან ასოცირდება.

 

”ბევრი რამის გაკეთება გვინდა. ეს პაუზა არ იყო გამოწვეული იმის გამო, რომ რესურსი ამოგვეწურა. ცოტა დავისვენეთ და ახლა ვცდილობთ ისევ ძველებური შემართებით დავბრუნდეთ”, – ამბობს მირაჟი.

 

– დასვენების შემდეგ, გააგრძელებთ თუ არა  იმავე ჟანრში მუშაობას?

 

– როდესაც გვეკითხებიან თუ რისი გაკეთება გვინდა, ვამბობთ, რომ ჩვენ საერთოდ სხვა რამეზე გვინდა მუშაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რასაც ვაკეთებთ, ის არ მოგვწონს. ასე მგონია, რომ სხვამ რომ გააკეთოს ჩემი სიმღერა, არ იქნება ის, რაც გვინდა, ამიტომ ყველაფერს ჩვენს სტუდიაში ვაკეთებთ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც გულიდან მოსდის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

– წელს ”არ დაიდარდო” ათი წლის გახდა. ხომ არ შექმნიდით და მიუძღვნიდით ჩვენს რადიოს რაიმე ახალ ნამუშევარს?

 

– სხვათა, შორის არ არის ეს ცუდი იდეა და აუცილებლად ვიფიქრებთ ამ საკითხზე.

– ძალიან ბევრი სიმღერები დაგიგროვდათ, ალბომის გამოშვებაზე არ ფიქრობთ?

 

– ჩვენი სიმღერები უკვე ბევრს აქვს გამოშვებული, რა თქმა უნდა, არალეგალურად. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. რომ გააკეთო ლიცენზირებული ალბომი, დაახლოებით 10-15 ლარი ეღირება, ბაზრობაზე კი 2 ლარად შეიძენ. მართალია ის უხარისხოა, მაგრამ მაინც იყიდება… ძალიან ბევრი სიმღერა გვაქვს, არც კი დაგვითვლია, თუმცა ორ დისკს თავისუფლად გამოვუშვებდით.

 

– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

 

– ეს არის ცნობილი სიმღერა – სახუმარო, ჩვენს სტილშია… ყოველთვის გვინდა გავაკეთოთ რაიმე სახალხო, მარტივი ტექსტით და ლამაზად მოსასმენი. არ არის საჭირო ისედაც დამძიმებულ სიტუაციაში მძიმე ტექსტები. ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერა უფრო მალე ჰიტდება კიდეც. ინსტრუმენტალისტებს გვინდა მადლობა ვუთხრათ, მუშაობისას მოვსინჯეთ ეს ვერსია და ძალიან მოგვეწონა. ძალიან მალე დავასრულეთ მუშაობა, ეს არის პოპური. სიმღერის სახელი გახლავთ ”ძია კაცო”. კიდევ რამდენიმე სიმღერა გვაქვს, რომლებსაც ეტაპობრივად მოვიტანთ. ჯგუფი ”მირაჟი” ”არ დაიდარდოს” გარეშე არაფერი იქნებოდა. როდესაც ამ სიმღერას ვაკეთებდით, ჩვენს ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით გვგულშემატკივრობდნენ – ოჯახის წევრები, მეგობრები… ყველას ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ სიმღერაზე აუცილებლად უნდა გვემუშავა.

– გისურვებთ წარმატებებს და იმედი მაქვს ჩვენი ხშირი სტუმრები იქნებით. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები და ვფიქრობ ამ სიმღერას ჩვენი მსმენელები მოსმენისთანავე ძალიან ხშირად მოითხოვენ. ეს სიყვარული კი თქვენ უფრო მეტ სტიმულს მოგცემთ.

ჯგუფი მირაჟი – პოპური (ძია კაცო)

Audioრადიო დუეტი – ჯგუფი ”მირაჟი” ლაივი

გადაცემის ჩანაწერი

Audioრადიო დუეტი – ჯგუფი ”მირაჟი” ჩანაწერი

გადაცემის ვიდეო კოლაჟი

ჯგ. “მირაჟი” – ძილაო ქალო, ძილაო. Live

ფოტოები


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები