LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რადიო დუეტი” – შაბი

48

გადაცემა ”რადიო დუეტსა” და თაკო მელიქიშვილს ისრაელში მოღვაწე პოპულარული მომღერალი შაბი კორენი ესტუმრა. მისალმებისა და წარდგენის შემდეგ ”რადიო დუეტის” ეთერში გაიჟღერა სიმღერამ სახელად ”მაჩუქე”, რომელიც სპეციალურად ისრაელში ქართული დღეებისთვის ჩაიწერა და რომელსაც თაკო მელიქიშვილი და შაბი ასრულებენ. გადაცემის ბოლოს კი ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, რომელსაც ასევე გადაცემის წამყვანი და სტუმარი ერთად მღერიან.

 

– შაბი, როგორ ხარ, რამდენი ხანია არ ყოფილხარ, რა ხდება ისრაელში?

 

– წელს პირველად ჩამოვედი. ძალიან მიხარია, რომ სავიზო რეჟიმი აღარ არის, გამარტივდა მიმოსვლა. ყველაფერი კარგად არის, მაქვს ახალი სიმღერები, მალე იქნება ახალი ალბომი, მათ შორის იქნება დუეტი შენთანაც თაკო და ეს იქნება ჩემი პირველი დისკი, სადაც მხოლოდ დუეტები შევა. მზად მაქვს უკვე ოთხი სიმღერა. ყველა ის მომღერალი, რომლებთანაც სიმღერებს ჩავწერ, ძალიან მიყვარს.

 

– ძალიან უყვართ ”არ დაიდარდოს” მსმენელებს შენი შესრულებით სიმღერა ”დედა”… მოგვიყევი ამ სიმღერის შესახებ…

 

– ეს სიმღერა ჩაიწერა ისრაელში 15 წლის წინ, ფონოგრამა რაფი ჯანაშვილის მიერ არის დამზადებული. დავკარგე დედა და ამ ფაქტიდან ორი წლის შემდეგ ვიმღერე კიდეც ეს სიმღერა, რომელიც ”არ დაიდარდოს” ეთერში შარშან გაჟღერდა.

 

– ხომ არ აპირებ სოლო ალბომის გამოშვებასაც, გაქვს სიმღერა ”ქვაზე დახატულს”, რომელიც პირველი იყო ჩვენს ეთერში და მისი მეშვეობით გავიცანით ერთმანეთი, ასევე ”დედა” და ბევრი სხვა. სად მოხვდება ეს სიმღერები, ვიცი რომ სიმღერებს შენც წერ.

 

– დუეტების ალბომის შემდეგ გამოვა სოლო ალბომი და ვეცდები, რომ მასში ყველა სიმღერა ჩემი იყოს.

 

– ვიცი რომ მოსკოვში გაქვს სიახლე…

 

– მე და ჩემმა მეგობრებმა მოსკოვის ცენტრში გავხსენით ქართული რესტორანი ”ორერა”. ქართულ რესტორანს ქართული სახელი უნდა ერქვას. გვყავს მომღერალი გოგონა ქეთო, რომელიც ყოველ საღამოს მღერის. არის ქართული კერძები. ძირითადად ქართველები არიან ჩვენი რესტორნის სტუმრები, იანვარში გავხსენით. თვეში ერთხელ მიწევს ჩასვლა და მეც ყოველთვის ვმღერი ხოლმე მსმენელის წინაშე.

 

– მოდი ახლა იმ სიმღერაზე ვისაუბროთ, რომლის პრემიერაც ახლა შედგება…

 

– ეს არის ყველასთვის ნაცნობი სიმღერა, თუმცა ჩვენებური ვერსიით – ”ფული გაქვს?!” ჩაიწერა დეკემბერში. ვგეგმავდით საახალწლოდ მის პრემიერას, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო გადაიდო და კარგია, რომ გადაიდო. იმედი მაქვს ეს სიმღერა ხალხის სიყვარულს დაიმსახურებს. როდესაც ჩავწერეთ ბევრი ფული გვქონდა, ახლა ისე რა, იქნებ დაგვიბრუნდეს ეს ფულები… ამ სიმღერის ექსკლუზივი რა თქმა უნდა ”არ დაიდარდოს” ეკუთვნის.

თაკო მელიქიშვილი & შაბი – ფული გააქვს?

Audioდუეტის სინგლი

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

Audio”რადიო დუეტი” – შაბი კორელი

გადაცემის ვიდეო კოლაჟი 

ფოტოები


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები