LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ“

105
ირაკლი კობახიძე

„თქვენ ხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ასეთივე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი. აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილის და ზიზღის კამპანიები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს კობახიძემ თქვა, ვერავის მისცემენ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დაუპირისპირებს.

„საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად, თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, რომ მკვეთრად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია. ელჩებიც ძალიან ხშირად არიან ხოლმე ჩართული ამ ყველაფერში. ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენაირად დასრულდეს. მოვუწოდებ, რა თქმა უნდა, ყველას, მათ შორის, ევროპელ ელჩებს, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის და ზიზღის წახალისებისგან. ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g