სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე ოჯახთან ერთად საქართველოში, კერძოს ქუთაისში იმყოფება.
სოფია სოციალურ ქსელში პერიოდულად აზიარებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ ერთობა მონატრებულ ნათესავებთან ერთად.
ამჯერად სოფიამ გააზიარა ფოტოები, სადაც ის პატარა იოჰანესთან ერთად არის.
„პრინცი. აქედანვე მოემზადე სოფ, დაესევიან გოგონები შენ ბიჭს“,
„რა ბულკია. ჩასაკოცნიი, ულევ ბედნიერებას გისურვებ სოფი. მიხარია თქვენი კარგად ყოფნა და ბედნიერება. ნათელი მაგალითი ხარ იმისა, თუ როგორი ძლიერი და გამბედავი უნდა იყოს გოგო“, – ვკითხულობთ კომენტარებში.
ცნობისთვის, სოფია დედა 22 აპრილს გახდა.
