Toyota Land Cruiser 300 ჰიბრიდი ისტორიაში პირველად გახდა. იაპონურმა კომპანიამ HEV ვერსიის გაყიდვები ჩუმად დაიწყო. მოდელი უკვე გამოჩნდა ბრენდის ოფიციალურ ვებსაიტზე კატარში, ხოლო შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია სამი კომპლექტაცია: VX, VXR და GR Sport. როგორც მოსალოდნელი იყო, ჰიბრიდული Toyota Land Cruiser 300 ტექნიკურად Lexus LX 700h-ის იდენტურია: ბენზინის 3.4 ლიტრიანი ტურბოწყვილიანი V6 ძრავა ელექტროძრავიან 10-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
Toyota-მ Land Cruiser HEV კიდევ უფრო გააძლიერა: სისტემა იძლევა ისეთივე სიმძლავრეს — 457 ცხენის ძალას რაც ნიშნავს, რომ ეს არის ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული მოდელი. გარედან ჰიბრიდული ყველგანმავალი ყველაზე მარტივად იცნობა კარებზე განთავსებული ემბლემებით, გამონაბოლქვის მილების გარშემო ნაცრისფერი ქრომით და შეცვლილი ქვედა წინა ბამპერის ელემენტით.
