პიანისტმა და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე თათია პასუხობს:
„ყალბ ადამიანებს ვეღარ და აღარ ავიტან. ეს განცდა მაქვს მხოლოდ მათ მიმართ.
ბოლო პერიოდში გავცხრილე გარშემომყოფები. მხოლოდ ყველაზე გულწრფელ ადამიანებთან ვაზიარებ ჩემს ყოველდღიურობას“, – წერს თათია შარანგია.