LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: „ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც სისტემას ებრძვის არ თანამშრომლობით, არ აღიარებით… ვიბრძოლებთ ზუსტად იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით“

104
ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე

„მონა მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება 7 თვით“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლოს მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნობის საკითხს.

მისი თქმით, დასრულდეს კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე.

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

„მონა მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება ამ ეტაპზე 7 თვით. პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც სისტემას ებრძვის არ თანამშრომლობით, არ აღიარებით და კი, მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ აქ ვაგრძელებთ ბრძოლას. ვიბრძოლებთ ზუსტად იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით. ველოდებით სხვადასხვა განაჩენს, არ ვიცით, სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს.

მინდა მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში, არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები ტაქტიკურ საკითხებზე. დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, არის პრინციპულობა და ერთად დგომა. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ვუსურვებ არ მოუწიოთ ციხეზე გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მთავარია ყველა ერთად დავდგეთ. დავასრულოთ კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს არ არსებობს, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, მათ შორის მორალურად გამართულებმა“,-აღნიშნა ხოშტარიამ.

ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო – მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g