”რადიო დუეტის” სტუმარი ქართველი წარმოშობის შვედი მომღერალი, საბინა ჭანტურია გახლდათ. ის 23 წლის არის, მამა ქართველი ჰყავს, სოხუმიდან, დედა კი შვედი. მღერის ბავშვობიდან, სიმღერებს კი 10 წლიდან წერს. მან სკოლა დაამთავრა შვედეთში და ამჟამად სწავლობს ლუნდის უნივერსიტეტში, კომპოზიციისა და მუსიკალური სამართლის განხრით. უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე და ”არ დაიდარდოს” სწორედ ამ ინსტრუმენტითა და ახალი სიმღერით ესტუმრა. ის ”ბრავო რეკორდსში” თავისი სიმღერების ქართულ ვერსიებს წერს.
– რამდენად ხშირად ახერხებ ჩამოსვლას?
– ხშირად ვარ აქ, მიყვარს საქართველო.
– როგორ მოხდა შენი და ”ბრავო რეკორდსის” თანამშრომლობა?
– სიმღერა ”ობობას ქსელი” ლოს ანჟელესში მქონდა ჩაწერილი. ახლა კი ”ბრავო რეკორდსში” მისი ქართული ვერსია ჩავწერე. ეს ჩემი სურვილი იყო, რომ ქართველი მსმენელისთვის შემეთავაზებინა. მომავალში ალბომიც გამოვა, რომლის ავტორიც მე ვარ.
– სულ რამდენი ქართულ ენოვანი სიმღერა გაქვს მზად?
– ეს არის პირველი სიმღერა ჯერჯერობით.
– ქართული საიდან იცი ასე კარგად?
– ონლაინ კურსების მეშვეობით ვისწავლე.
– რა გეგმები გაქვს?
– შვედეთში კონცერტები მექნება ჩემს ბენდთან ერთად.
აუდიო ჩანაწერი
საბინა ჭანტურია – ობობის ქსელი
საბინა – ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
