დუეტი „ლეონი“, ცოლ-ქმარი ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი შვილთან, ნოესთან ერთად „დღის პოსტს“ ესტუმრა და თავისი პროფესიული და ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
ნინი:
ძირითადად, ნოე სულ ჩვენთან არის, მათ შორის გასტროლებზეც, თუ უნდა დავტოვოთ, ხან ბებიასთან ვტოვებთ, ხან ძიძასთან და იმედიანად ვართ.
ლევანი:
ნოე რადგან სულ ჩვენთან არის, სოციალური ქსელებისთვის გადაღებულ ვიდეოებში ისიც ჩაერთო და ჩვენი თილისმა გახდა, მისი მონაწილეობით ვიდეოები ყველაზე პოპულარული ხდება.
ნინი:
ნოე 10 წლის ნანატრი შვილია და უფრო მეტად შეიყვარა ჩვენმა მსმენელმა…