LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვა – მას მარიამ ქვრივიშვილი ჩაანაცვლებს

350
ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი. მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია.

დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩეველი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g