LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „ცხოვრება შიშის დაძლევის ხელოვნებაა.. ღმერთი შესაძლებლობაა, კაცი – განხორციელება, ამიტომაც მოგვეცა თავისუფალი ნება“

138
murgulia_w_h

გია მურღულია სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ადამიანის არჩევანზე, პასუხისმგებლობაზე და თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული.

„ცხოვრება შიშის დაძლევის ხელოვნებაა – მის გარეშე ცალკეული პირის, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და სასარგებლო ვერცერთი იდეა თუ საქმე ვერ გაცოცხლდება.

გაბედე – იყო ადამიანი.

ღმერთი შესაძლებლობაა, კაცი – განხორციელება.

ამიტომაც მოგვეცა თავისუფალი ნება.

ყველა თვითონ წყვეტს – უნდა, რომ მხოლოდ იცოცხლოს, თუ ცხოვრებასაც შეძლებს.

ყოველი გათენებული დღე ითხოვს ამ კითხვაზე პასუხს.

ბავშვებს, უწინარეს ყოვლისა, ეს უნდა ვასწავლოთ.

ჯერ ადამიანი ხარ – ნებისმიერი დანარჩენის საფუძველი ეს არის“ — წერს მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g