LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები

110
3501533752_11355c4c1c_b

სუდანი, სამხრეთ სუდანი და ავღანეთი 2025 წელს სამოგზაუროდ ყველაზე საშიში დანიშნულებებია. საინტერესო რეიტინგს კანადური ანალიტიკურ-ფინანსური პლატფორმა Hello Safe აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სუდანმა ტურისტებისთვის არასანდო ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა – მისი უსაფრთხოების ინდექსი 100-დან 82.32 ქულას შეადგენს. მეორე ადგილზე სამხრეთ სუდანი გავიდა – 79.21 ქულით, ხოლო მესამე ადგილი ავღანეთმა დაიკავა – 78.42 ქულით. ექსპერტების აზრით, ამ ქვეყნებში ყველაზე ხშირად ხდება ძალადობრივი აქტები და ისინი შიდა კონფლიქტებისადმიც განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი.

როგორ ითვლება უსაფრთხოების ინდექსი?

HelloSafe-ის მეთოდოლოგია 35 კრიტერიუმს იყენებს და ეს კრიტერიუმები ხუთ კატეგორიადაა დაყოფილია:

ბუნებრივი კატასტროფები
ძალადობა საზოგადოებაში
შიდა ან გარე შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა
ქვეყნის მილიტარიზაციის დონე

ქვეყნები, რომლებმაც ყველაზე ნაკლები ქულა მიიღეს ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად მიიჩნევიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები