”რადიო დუეტის” სტუმარი კობა მესხია გახლდათ
– მადლობა რომ დამითმეთ ეთერი, დიდი ხანია ეს სიმღერა შენახული მაქვს და როგორც იქნა ეღირსება ახლა მას ეთერში გაჟღერება – შედგება მისი პრემიერა. ეს ”არ დაიდარდოს” მენეჯერის, გიორგი მშვენიერაძის დამსახურებაა, რომელმაც არაერთხელ მითხრა, რომ მომეტანა.
– რას საქმიანობ, რა გეგმები გაქვს?
– დუეტი მაქვს ჩაწერილი გვანცა ზაქარეიშვილთან. საახალწლოდ სავარაუდოდ შენს ეთერში შედგება მისი პრემიერა. მეორე ჩემი გეგმა კი ის არის, რომ თებერვლისთვის მინდა შენთან ერთად ჩავწერო დუეტი. იმედი მაქვს, რაც წელს ვერ მოვახერხე, 2015 წელს განვახორციელებ.
– ახალ სიმღერაზე გვესაუბრე…
– ”გემახსოვრები”-ასე მას. დიდი ხნის წინ დაიწერა. როგორც ჩემი სხვა სიმღერებისა და კომპოზიციების შემთხვევაში, მასაც თავისი მუზა ყავს. ტექსტი ეკუთვნის მარიამ ლიკლიკაძეს, სწორედ ის არის ჩემი სიმღერების ტექსტების უმრავლესობის ავტორი. მან ძალიან კარგად იცის ჩემი სულიერი განწყობა და ისეთ ტექსტებს არგებს ხოლმე ჩემს სიმღერებს, რასაც მე ვგრძნობ. არანჟირება ჩემია, ჩაიწერა ჩემს სტუდიაში და მუსიკა ასევე მეკუთვნის მე.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
კობა მესხია – გემახსოვრები
გადაცემის ვიდეო კოლაჟი

