წინა საახალწლოდ გადაცემაში ”არის 2015” არ დაიდარდოს ნეკა სებისკვერაძე ესტუმრა.
– როგორ ხარ ნეკა, უთბილესი, უსაყვარლესი ხარ…
– დიდი მადლობა ასეთი თბილი წარდგენისთვის. ვცდილობ, რომ იმაზე მეტად ამაღლებული განწყობა მქონდეს, ვიდრე ეს რეალურად არის. ამის სტიმულს კი ჩემი შვილები მაძლევენ. ძალიან კარგი განწყობა მაქვს.
– არის თუ არა ახალი წელი შენთვის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაული?
– კი რა თქმა უნდა. უკვე 10 წელზე მეტია ღია ცის ქვეშ, მუშაობის პროცესში ვხვდები ახალ წელს. მიყვარს ყველა ის ტრადიცია რაც ამ დღესასწაულს ახასიათებს. სუფრის თემას განსაკუთრებით ვეკიდები, თუმცა, ამაში ყველაზე დიდ როლს დედა ასრულებს. 1-2 იანვარს უფრო ვერთვები ამ პროცესში, როდესაც სახლში ვარ.
– ნაძვის ხეს როდის რთავ?
– ძალიან ადრე, ჩემი დაბადების დღე არის 9 დეკემბერს და ვცდილობ ხოლმე, რომ უკვე დავდგა. ეს არის ის ემოცია, რომლის გახანგრძლივებაც ყოველთვის გინდა და ძალიან გვიხარია მთელს ოჯახს. ნაძვის ხის სათამაშოები ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ყოველ წელს ახალს ვამატებ, იმიტომ რომ ძველებს ვერ ვიმეტებ. ძალიან ჭრელია ჩემი ნაძვის ხე ყოველთვის. ძალიან ბევრი ხის სათამაშო მაქვს, მაქვს უამრავი საახალწლო აქსესუარი.
– მოდის ცხვრის/თხის წელი, მოდი ჯერ ცხენის წელი შევაჯამოთ, როგორი იყო ის შენთვის და ითვალისწინებ და გჯერა თუ არა აღმოსავლური კალენდრის?
– ყოველ წელს აქვს თავისი ბევრი დადებითი ფაქტი და ბევრი უარყოფითი. ყოველ წელს ბევრი ახალი გამოცდილება, ურთიერთობა მოსდევს. კარგი წელი იყო, ნაყოფიერი სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეხება რჩევების გათვალისწინებას, თითქოს რაღაც პერიოდი მახსოვს, მაგრამ გაზაფხულზე ყველაფერი გავიწყდება. როდესაც ამბობენ, რომ რაიმე ცუდია, ცდილობ აუარო გვერდი და მაინცდამაინც ის არ გააკეთო.
– სად შეხვდები ახალ წელს?
– ახალ წელს ქალაქ რუსთავში შევხვდები. დაახლოებით 22:00 საათისთვის იქ უნდა ვიყო და სცენაზე თუ არა სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც ვიქნები. თუ მისაღებია ჩემთვის შემოთავაზება, არასდროს უარს არ ვამბობ. მე არ მეზედმეტება და არ მღლის ეს პროცესი არასდროს. ღია ცის ქვეშ ახალი წლის შეხვედრა ძალიან კარგად მაქვს დაცდილი. რუსთავში იმ სიმღერას შევასრულებ, რომელიც ახლა არ დაიდარდოს ეთერში პირველად გაჟღერდება. ასევე ვიმღერებ ”ფიფქებოს”. კონცერტის შემდეგ გამოვიქცევი ჩემს ოჯახთან. მეკვლე ან მე ვიქნები, ან ჩემი მეუღლე, რომელიც პირველი დაბრუნდება სახლში. ჩემი შვილები ბოლო ორი წელია ჩვენი მეკვლეები არიან.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ.
– ”ჩუმად მითხარი” ასე ჰქვია სიმღერას. ეს ძველი, მივიწყებული სიმღერაა, მას ჯილდა დათუაშვილი ასრულებდა. ის ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. კომპოზიტორი არის ნოდარ გიგაური, ტექსტი კი მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის. განახლების იდეა ნოდარ პალადაშვილს ეკუთვნის. ის პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს შემოქმედებაში. სიმღერა წინა კვირაში დასრულდა. არანჟირების ავტორი არის მამუკა ბეგაშვილი, იგივე პეკე. სიმღერა ჩაიწერა ”ბრავო რეკორდსში”. წელს უფრო მეტად აქტიური ვიქნები, ვიდრე წინა წელს. ექსკლუზივი ეკუთვნის რადიო ”არ დაიდარდოს”.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ნეკა სეფისკვერაძე – ჩუმად მითხარი
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
