თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კავკასიის კულტურულ-შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით თბილისის შესახებ საინტერესო ღონისძიებების კვირეული გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ქონდათ დასწრებოდნენ დედაქალაქის განათლებისა და კულტურის ისტორიის შესახებ საჯარო ლექციებს, სადაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ეთნოლოგმა მირიან ხოსიტაშვილმა, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ, ისტორიკოსმა ლევან ჟვანიამ და მწერალმა გურამ მეგრელიშვილმა ისაუბრეს ძველი თბილისის კულტურულ, სპორტულ თუ ლიტერატურულ ცხოვრებაზე, ტრადიციებსა და ეთნოგრაფიულ ყოფაზე, თბილისისთვის გაწეულ ბრძოლებსა და ადამიანებზე, ვინც თბილისის ისტორიას ქმნიდნენ.
პროექტის მონაწილე ბავშვები ეწვივნენ 1966 წელს დაარსებულ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმს, რომელიც პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიის ტერიტორიაზე.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იქნება გასული საუკუნის თბილისის გამორჩეული ამბების ამსახველი ფოტომასალა და დოკუმენტები.
პროექტის ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.


