ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (30 ივნისის ნომერი) საუბრობს თავისი ვაჟის, ოვის შესახებ და იმ პრობლემებზე, რომელიც მას მშობლების ორ ენაზე საუბარმა შეუქმნა.
„ოვისთან დაკავშირებით იყო პრობლემა – საერთოდ არ ლაპარაკობდა. მე ქართულად ვესაუბრებოდი, ბენი – ინგლისურად და ბავშვის თავში ისეთი საშინელი აჯაფსანდალი მოხდა, საერთოდ დადუმდა. სანამ გაირკვა, რა ხდებოდა, ხან რა ვიფიქრეთ და ხან – რა, აუტიზმზეც ვეჭვობდით და საბოლოოდ გაირკვა, რომ ბავშვის ტვინი ვერ აღიქვამდა ორ ენას, რომელზეც მშობლები ველაპარაკებოდით, როგორც კი ერთ ენაზე დავუწყეთ საუბარი, უცბად ალაპარაკდა გამართული წინადადებებით. ეს პერიოდი იმდენად სტრესულად გავიარე, ვამბობდი, მეორე შვილს საერთოდ არ გავაჩენ-მეთქი…“