ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
უწყების ინფრმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ხორციელდება.
„საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ “ბათუმი მოლში” მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები,“ — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.