LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ შემიძლია ვიწუწუნო, აქამდეც რომ მოვედი ძალიან მადლიერი ვარ… სიკვდილის არ მეშინოდა“ – ნატალია ბლიაძე, რომელსაც 7 წლის ასაკში ოსტეო სარკომა დაუდგინდა „იმედის“ ეთერში თავის ამბავს გვიყვება

163
2025-07-18_00-37-42_931783

ნატალია ბლიაძე, რომელსაც 7 წლის ასაკში ოსტეო სარკომა დაუდგინდა „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სხვა რაკურსში“ თავის ამბავს გვიყვება.

მას შემდეგ 5 წელი გავიდა, ახლა ის 12 წლისაა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება:

„ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა, ოჯახში გოგო მარტო მე ვიყავი. დავდიოდი მუსიკაზე, ტანვარჯიშზე, ბალეტზე, ვიყავი ჩოხოსანი, ძალიან თბილად მახსოვს, როგორ ვხვდებოდი პატრიარქს.

ერთ დღეს ძალიან ამტკივდა ფეხი, დედაჩემი ძალიან მზრუნველია, ყოველთვის დავყავდი ექიმებთან, სულ მიფრთხილდებოდა.

შემდეგ ფეხს საერთოდ ვეღარ ვდგამდი, ვეღარ დავდიოდი და მიმიყვანეს თბილისში ექიმთან, სადაც დიაგნოზი – ოსტეო სარკომა დამისვეს. გადარჩენის შანსი 1% იყო.

ისრაელში ძალიან ბევრი ქიმიოთერაპია, 14 ოპერაცია ჩავიტარე. უფლის წყალობით, არ შემიძლია ვიწუწუნო, აქამდეც რომ მოვედი ძალიან მადლიერი ვარ.

დედა მასწავლიდა და მეუბნებოდა, ჩემზე მეტად უნდა გიყვარდეს ჩვენი სამშობლოო, მიწასთან ამბორი ჩემთვის იმ სურნელის მონატრება, ჩვენი წმინდა მიწის მონატრებაა.

სიმართლე გითხრათ, სიკვდილის არ მეშინოდა, რადგან ისეთ ასაკში ვიყავი, უფალს რომ გავეყვანე, გააზრებული ცოდვა არ მქონდა ჩადენილი, პატარა ვიყავი“, – ამბობს ნატალია ბლიაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g