LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე: „სატუსაღოში იმისთვის ვართ, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ მიგვეღო და ამიტომ მიმდინარეობს საქმის საქმეზე აღძვრა გიორგი გახარიას წინააღმდეგაც – „ოცნებას“ არჩევნების კომფორტულად ჩატარების საშუალებას არ მივცემთ!“

117
ბადრი ჯაფარიძე

„ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარი იყო 4 ოქტომბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მისთვის კომფორტულად ჩაეტარებინა მუნიციპალური არჩევნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ!“ – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე წერს.

საპატიმროდან გავრცელებული წერილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების კომფორტულად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ:

„35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ, დღეს შენი დაბადების დღეა! მადლობა გითხრა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ხარ…“ – მამუკა ხაზარაძე ჯაფარიძეს

„ჩვენ ერთად ბრძოლის დროს ხშირად გვიკამათია, მაგრამ არასდროს ქვეყნის მომავალზე – თუ როგორ ვხედავთ გამარჯვებული და ძლიერი საქართველოს მშენებლობას და ქართველების ბედნიერ მომავალს ამ უნიკალურ ქვეყანაში“

„როცა საუბარია, რომ ვერ მოხდა საბრძოლო ველზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შესვლა მუნიციპალური არჩევნებში, ამას მოჰყვება ხოლმე კომენტარი, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ამ არჩევნებში, ალბათ „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარია. სინამდვილეში კი პირიქით – „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური იქნებოდა, რომ არცერთი ეროვნული, პროდასავლური, პოლიტიკური ჯგუფი არ შესულიყო ამ ბრძოლის ველზე, რაც საშუალებას მისცემდა მას დაუბრკოლებლად, მუნიციპალიტეტების დონეზე, მოეხდინა ძალაუფლების სრული კონცენტრაცია და ძირითადი პოლიტიკური აქტორების მარგინალიზაცია, რადგან მათი მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მივიღეთ, რომ შევიდეთ ბრძოლაში და ხელი შევუშალოთ „ქართულ ოცნებას“ ზემოთხსენებული მიზნების განხორციელებაში.

თამარ ჩერგოლეიშვილი: „გახარია გაიქცა და თავშესაფარს ეძებს, მადლობა გიორგი, რომ მზად ხარ, მოკურცხლო ბრძოლის ველიდან“

„ეს ორი პარტია რასაც გააკეთებს, ყველაფერი კომიკური იქნება. ნორმალური და ღირსეული ადამიანი მათ მერობის კანდიდატად ყოფნას არ დათანხმდება“

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარი იყო 4 ოქტომბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მისთვის კომფორტულად ჩაეტარებინა მუნიციპალური არჩევნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ!

იმისათვის, რომ „ძლიერ საქართველოსა“ და გახარიას პარტიას არ მიგვეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, სწორედ ამიტომ ვიმყოფებით “ძლიერი საქართველოს” ლიდერები სატუსაღოში და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საქმის საქმეზე აღძვრა გიორგი გახარიას წინააღმდეგ“, – წერს ბადრი ჯაფარიძე.

როცა საუბარია, რომ ვერ მოხდა საბრძოლო ველზე, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შესვლა მუნიციპალური არჩევნებით, ამას…

Posted by Badri Japaridze • ბადრი ჯაფარიძე on პარასკევი, 18 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g