LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლა-სკალაში“ ჩუსტებით შესვლა აიკრძალა

115
737932

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ოპერის თეატრმა – მილანის „ლა სკალამ“ – მაყურებლებისთვის წესები გაამკაცრა. ამიერიდან თეატრში არ შეუშვებენ ადამიანებს, ვინც ჩუსტებით, მაისურებით ან შორტებით გამოცხადდება, წერს The Guardian.

თეატრის ადმინისტრაციამ დრესკოდის შესახებ ინფორმაცია როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე შესასვლელთან განთავსებულ ტაბლოებზე განათავსა. აკრძალულია ზედმეტად ღია, სპორტული და სანაპიროს სტილის ტანსაცმელი.

მიუხედავად ამისა, დაშვებულია ტრადიციული ეროვნული სამოსი – მაგალითად, იაპონური კიმონო.

დრესკოდის დარღვევის შემთხვევაში, მაყურებელს დარბაზში არ შეუშვებენ და ბილეთის ფულსაც არ დაუბრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ წესები წარსულში კიდევ უფრო მკაცრი იყო – მაგალითად, მამაკაცებს პრემიერაზე მხოლოდ შავ კოსტიუმში მისვლა ევალებოდათ. თუმცა 2015 წლიდან რეგულაციები შერბილდა, რათა ტურისტებს უფრო თავისუფლად ეგრძნოთ თავი.

გარდა ჩაცმულობისა, „ლა სკალა“ სხვა აკრძალვებსაც აზუსტებს:
სპექტაკლის დროს აკრძალულია ხმაური, ტელეფონის გამოყენება, ფოტოების გადაღება, საკვებისა და სასმლის შეტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები