LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესში Tesla-ს პირველი რესტორანი გაიხსნა

153
Tesla

ელექტრომობილების და მზის პანელების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla, ლოს-ანჯელესში, რეტრო-ფუტურისტული დიზაინის მქონე რესტორანი გახსნა.

კვების ეს ახალი ობიექტი, რომელიც 250-ზე მეტ სტუმარზეა გათვლილი, მუშაობს 24/7-ზე.

რესტორნის მენიუ ტრადიციული ამერიკული დაინერისთვის დამახასიათებელი ისეთი კერძებისგან შედგება, როგორებიცაა ბურგერები, ჰოთ-დოგები, ქათმის ფრთები, კარტოფილი ფრი და ა.შ. ისინი შემკვეთთან Tesla-ს კიბერმანქანის ფორმის ყუთებით მიაქვთ.

აღსანიშნავია, რომ რესტორნის პირველ სართულზე პოპკორნის მსურველებს რობოტი Optimus ემსახურება.

რესტორნის საპარკინგე სივრცის გარკვეული ნაწილი ოთხმოც ავტომობილზე გათვლილ და მზის პანელებით აღჭურვილ დასამუხტ სადგურს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ღია ავტოსადგომი აღჭურვილია ორი უზარმაზარი ეკრანით, რომელთა მეშვეობითაც რესტორნის სტუმრებს ფილმების ყურება შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g