LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ეს ტკივილი განელდეს და უშენობამ არ ამოხეთქოს… სახლიდან სიცილის მაგივრად, ტირილის ხმა თუ ისმის…“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

225
ნაზი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.

მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ეხმოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იჯახის ყოფა მეგის გარეშე გაუსაძლისი გახდა.

„მეგიკუნა..

მინდა სულ შენზე ვწერო, რადგან ამ განცდებს თუ გულში ჩავიკლავ, ალბათ გული გამისკდება.. 💔 ძალიან მტკივა გული მეგი, ძალიან მტკივა უშენობა.. ვფიქრობ და ვერ ვპოულობ კითხვებზე პასუხს, მაინცდამაინც რატომ შენ?! სიცოცხლით სავსე, სიცოცხლეზე შეყვარებული, უბოროტო, კეთილი და ყველაფერი დადებითი შენში იყო მეგი.. სულ შენზე ვფიქრობ, მომენტალურად ჩავფიქრდები და გხედავ მხოლოდ შენ, სხვას ვერავის, იმ მომენტში არმინდა ვინმემ დამიძახოს და ყურადღება გადამატანინოს.. 💔 

რა დრო უნდა გავიდეს, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ეს ტკივილი განელდეს და უშენობამ არ ამოხეთქოს… მინდა მოვწყდე ამ სამყაროს, ამ რეალობას, ვერავინ ვერ ხვდება რეალურად და ვერ იაზრებს ამ ტკივილს, ისე როგორც ჩვენ 💔 დავიღალე ამ ყალბი ღიმილით, რადგან ვიცი სულ მოწყენილი სახით ჯდომა ყველას არ სიამოვნებს.. ვინც არ გიცნობდა რეალურად და ახლოს, ბევრი დაუკარგავთ, გულწრფელად.. 💔 

არ მინდა გარეთ გასვლა, შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავთან უფრო რთული აღმოჩნდა, გიწევს იმის გაკეთება რაც რეალურად არგინდა.. ყველა ჩვენს ვიდეოს, ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ, თურმე რა ბედნიერები ვყოფილვართ შენთან ერთად.. 

ჩვენი სახლი ცარიელია შენს გარეშე, ახლა ჩვენი სახლიდან სიცილის მაგივრად, ტირილის ხმა თუ ისმის.. ჯერ კიდე მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება და არც მინდა რომ დავიჯერო.. ვიცი რომ ხარ სადღაც შორს, ბედნიერი, ისევ ისეთი ღიმილიანი, ხარ ძალიან კარგად, შეიძლება უკეთესადაც კი.. 

მე აქ ვიქნები იმის მოლოდინში, რომ შევხვდებით ძალიან მალე და ძალიან მაგრად ჩაგიკრავ გულში, ისე რომ არასდროს აღარ გაგიშვებ ხელს..

მიყვარხარ და ჩემს ფიქრებში შენ ხარ მხოლოდ, იცოდე! ♥️“, – წერს ნაზი ჯაიანი.

ვიდეო: „არ იცოდა ნომრების შეცვლას რომ ვაპირებდით… როცა მივიყვანე ადგილზე, მიხვდა და ჩვენგან მალულად, თვალები ცრემლებით აევსო“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს, ბოლო კადრი გულს მიკლავს, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება… არავინ არ იცის როდის მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით… შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს!“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.

„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g