LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამაჩემმა ერთხელ მითხრა, ბუბა არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მაგას შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და მე ძალიან დიდ პატივს ვცემო, ისე მესიამოვნა ეს სიტყვები, თითქოს რაღაცნაირად შეიკრა ეს წრე“ – მარინა საღარაძე

1356
მარინა საღარაძე

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასულ ეპიზოდში, რომელიც მომღერალსა და მსახიობს, ბუბა კიკაბიძეს მიეძღვნა, ბუბა კიკაბიძის შესახებ გადაცემის სტუმარმა, მსახიობმა მარინა საღარაძემ ისაუბრა.

ვიდეო: „დედას გურამისგან ალბათ ყურადღება აკლდა, ის ყურადღება რაც ბუბასგან ნამდვილად არ დააკლდა“ – მარინა საღარაძე

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მარინა საღარაძის დედამ, ირინა ქებაძემ, გურამ საღარაძესთან დაშორების შემდეგ, წლების შემდეგ ოჯახი ბუბა კიკაბიძესთან შექმნა.

მარინა საღარაძემ ასევე ისაუბრა, თუ როგორი ურთიერთობის შენარჩუნება შეძლებს ბუბა კიკაბიძემ და გურამ საღარაძემ.

„ძალიან ნორმალური ურთიერთობები მოახერხეს ცხოვრების მანძილზე, რაღაც დროის შემდეგ… და უკვე სულ მერე, მახსოვს, მამაჩემმა ერთხელ მითხრა, ბუბა არაჩვეულებრივი პიროვნებაა და იცოდე, მაგას შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმისთვის, რომ შენთვის და გიორგისთვის ამდენი გააკეთაო. ისე მესიამოვნა მეც, რაღაცნაირად შეიკრა ეს წრე.

სიყვარულიც ხდება, განშორებაც ხდება, მაგრამ ადამიანი ადამიანად თუ არ დარჩა, რად გინდა სიყვარული ან რამე ამ ცხოვრებაში? უნდა მოახერხო“, – თქვა მარინა საღარაძემ.

ვიდეო: „დედას გურამისგან ალბათ ყურადღება აკლდა, ის ყურადღება რაც ბუბასგან ნამდვილად არ დააკლდა“ – მარინა საღარაძე

მე მახსოვს მამაჩემმა ერთხელ მითხრა, ბუბა არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მაგას შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდაო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემო. ისე მესიამოვნა ეს სიტყვები თითქოს რაღაცნაირად შეიკრა ეს წრე. სრული გადაცემა იხილეთ იუთუბზე:👇 https://youtu.be/rNrRYS328rY

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g