LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“ – ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

490
გიგა ცხელიშვილი

2024 წლის ნოემბერში, ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი ტყუპების, დანიელის და დაჩის ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

ვიდეო: „დღე დასრულდა კისკისით…“ – გიგა ცხელიშვილისა და შორენა ონიანის ტყუპები ხოხვას სწავლობენ

ერთ-ერთი ასეთი ვიდეო, ემოციური ტექსტით, გიგა ცხელიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. როგორც კადრებში ჩანს, პატარა ტყუპები ბებია-ბაბუის სახლს ესტუმრნენ და ეზოში, ჰამაკში ითამაშეს. ამავე ვიდეოში, არის ასევე ჰამაკში მყოფი შორენა ონიანის კადრები არქივიდან.

„დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“, – წერს გიგა ცხელიშვილი ვიდეოს აღწერაში.

„დედიკომ თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ…“ – რას წერს ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი, შორენა ონიანის მეუღლე

ცნობისათვის, გიგა ცხელიშვილის მეუღლე, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გასული წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

დედიკოსაც ქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ 😔

Posted by გიგა ცხელიშვილი on ოთხშაბათი, 09 ივლისი, 2025

ვიდეო: „პატარა ვაჟკაცის პირველი ნაბიჯები, მალე ფეხბურთის თამაშს დაიწყებთ“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების მორიგ კადრებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g