ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის წინასაარჩევნო სიტუაციას განიხილავს და საკუთარ ხედვაზე წერს, თუ როგორ უნდა დადგნენ ერთად პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა საქართველოს კეთილდღეობისთვის.
“საარჩევნო ლანძღვას, ლაფს, ტალახს, ცილისწამებას, შეურაცხოფას, დაცინვას და გინებას არ იშურებს ერთმანეთისთვის ქართველი ხალხი.
აგრესია და ბოღმა, შეურიგებლობა და მიუტევლობა სუფევს ირგვლივ.
სამკვდრო სასიცოცხლო, დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული პირველობისთვის.
ჩვენ აღარ დაგვჭირდება სხვა ქვეყნების დახასიათება, ჩვენ უკვე დავახასიათეთ ჩვენი თავი.რა სოლიდური, რა საამაყო, რა კულტურული და ღირსეული იქნება, ქალბატონი სალომე და ბატონი გრიგოლი ერთად დადგნენ და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა საქართველოს კეთილდღეობისთვის. ისინი კი არ უნდა ლანძღავდნენ ერთმანეთს, არამედ შეეჯიბრონ, რომელი უფრო გამოადგება საქართველოს.
წარმოიდგინეთ, რა კარგი და რა საოცარი სანახავი იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ერთად, მომღიმარი და სიყვარულით რომ მიმართავენ ერს.
ახალი ისტორია, ახალი ფურცელი, ოქროს ხანის დასაწყისი საქართველოში.
დიდგორის ველზე შეკრებილა სრულიად საქართველო, ქართველებს ყველა დროის ქართული დროშები უჭირავთ ხელში.შემაღლებულ ადგილას დგას პატრიარქი, ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.
ქართველებო ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გადასარჩენად. ჩვენ ერთმანეთს უნდა მიუტევოთ და დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ბრძანა პატრიარქმა.
საოცარი შეძახილებით, ყველანი თვალცრემლიანი და ბედნიერი ეხუტება ერთმაბეთს.ეს იყო საოცარი სანახაობა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის გაბრწყონება.
2019 წლის 1 იანვარი.
ქართველი ხალხის ხელახალი დაბადება.
გიორგი ჯაჯანიძე”.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=10212981444759441&id=1491296316