LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ გაყვა ეთერ ჭელიძე რაიმონდ პაულსს ცოლად?

322

გადაცემას ”რადიო დუეტი” მომღერალი ანი სირაძე და ნინო ელბაქიძე ესტუმრნენ. წელს ქართველი კომპოზიტორი ეთერ ჭილაძე 77 წლის გახდებოდა. ქალბატონი ეთერი მისმა შვილმა და შვილიშვილმა გაიხსენეს.

 

– დღის განმავლობაში რამდენიმე სტატიას გადავხედე და გული დამწყდა, რომ ამ ქალბატონის შესახებ აქამდე ამდენი ინფორმაცია არ მქონდა…

 

ნინო: – ეთერ ჭელიძე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი… არსებობს ასეთი სიტყვა ბედნისწერა და მე ვამბობ, რომ ეს იყო ბედისწერა. მას ჰქონდა კეთილთვისებიანი სიმსივნე და ექიმბაშთან ურთიერთობისა და არასწორი მკურნალობის გამო განვითარდა სეფსისი და გარდაიცვალა.

 

– წავიკითხე, რომ რაიმონდ პაულსმა მას ცოლობა სთხოვა…

 

– დიახ, ეს რეალური ისტორიაა. მე დაბადებული არ ვიყავი როდესაც ეს მოხდა. ჩვენ რიგაში ვიყავით და მოსკოვამდე მე, დედამ, რაიმონდმა და მისმა მეუღლემ ერთად ვიმგზავრეთ მატარებლით. აი, სწორედ მაშინ უთხრა რაიმონდმა მის მეუღლეს, რომ ეს არის ქალბატონი რომელიც მე ძალიან მიყვარდა, მაგრამ მან დამიწუნაო. მე ბებია მზრდიდა, მაგრამ დედის დეფიციტი არასოდეს მქონია, მე არ მაკლდა მასთან ურთიერთობა…

 

– რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად, ან რომელი სიმღერა დაიწერა თქვენთვის?

 

– მაშინ მოდაში შემოვიდა ჯინსი ”სუპერ ლაიფი”. მეც ძალიან მინდოდა მქონოდა, ძალიან ძვირი ღირდა და ლესელიძეზე ებრაელებთან იყიდებოდა. თანხა არ გვქონდა იმ მომენტში, ეთერმა მითხრა, დავწერ სიმღერას და ფული გვექნებაო და ასეც მოხდა. მე და დედამ ერთად ვიმღერეთ ეს სიმღერა… ”გთხოვ დამიჯერე” ასე ჰქვია.

 

– ანი მღერის ბებიას დაწერილ სიმღერას ”დედა ქართლისა”, მოგვიყევით მის შესახებ…

 

ანი: – სიმღერა თამრიკო გვერდწითელს დაუწერა და თამრიკომ მხოლოდ ერთხელ, ეთერის შემოქმედებით საღამოზე იმღერა. მას შემდეგ არავის უმღერია. სპონტანურად ჩავწერე. სიმღერა დამზადდა გიორგი დათიაშვილთან, ბექები კი ”თეატრალურის კვარტეტს” ეკუთვნის.

 

– ანი, შენ ბებიას ვერ მოესწარი, რამდენად გაქვს მასზე ინფორმაცია და ალბათ რთულია იყო ეთერ ჭელიძის შვილიშვილი?

 

– მე მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ვარ ეთერის შვილიშვილი. რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, დედა, ან ბებია თუ ყავს ცნობილი, აუცილებლად უკავშირებენ ამას… ასე არ არის. როდესაც მემკვიდრე ასრულებს წინაპრის რეპერტუარიდან სიმღერას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. საერთო ჯამში ძალიან მაგარია.

 

– რამდენი სიმღერა აქვს მთლიანობაში ეთერ ჭელიძეს?

 

ნინო:- 200-მდე და ერთი მიუზიკლი.

 

– თქვენც ხომ არ წერთ სიმღერებს?

 

ანი: – არა სამწუხაროდ, არ მაქვს ასეთი ნიჭი… აი, დედამ დაწერა სიმღერა, რომელსაც მე და ანრი ვმღერით ხოლმე როიალზე.

 

ნინო: – მე დავწერე 14-15 წლის ასაკში. ეთერზე აკეთებდნენ ფილმს და მითხრეს რომ კარგი იქნება თუ რამეს დაწერ და მიუძღვნი დედასო. გავაკეთე სიმღერა, შეასრულა რუსიკო მუმლაძემ, არანჟირება გია მაჭარაშვილმა გამიკეთა. კლიპიც გადავიღეთ. გამოვიდა სიმღერა, რომელზეც ანრი და ანი დღესაც მაშაყირებენ. არის სიმღერები, რომლებიც მუდმივად რჩება და ხალხს უყვარს. არის შემთხევევები, როდესაც სიმღერას უცვლიან ტექსტსაც, მელოდიასაც…

 

– რატომ არ აღნიშნავთ 77 წლის იუბილეს?

 

– იცით რა, ჯერ მთელი წელი წინ არის. შესაძლებელია დავგეგმოთ რაიმე მასშტაბური.

 

– ანი, შენს შემოქმედებაში რა ხდება?

 

ანი: – ბებიის სიმღერები ხშირად იქნება. ბევრი უცნობი და ლამაზი სიმღერა მაქვს შემონახული. ყველაზე ახლო გეგმა გახლავთ უცხოენოვანი სიმღერა, რომელიც მარი ლიკლიკაძემ დამიწერა და თუკი კობა მესხია დამისრულებს არანჟირებას, ჩავწერ აუცილებლად. ეს სიმღერა კონკრეტულად ჩემთვის დაიწერა.

 

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

Audioრატომ არ გაყვა ეთერ ჭელიძე რაიმონდ პაულსს ცოლად?

 

 

გადაცემის ვიდეო კოლაჟი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები