მსახიობი მარიშკა ჯავახაძე ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა, დისლექსიაზე საუბრობს.
„ერთ-ერთ ვიდეოში ვთქვი, რომ დისლექსია მაქვს და ამასთან დააკავშირებით მივიღე ძალიან ბევრი მესიჯი – „თუ დისლექსია გაქვს წიგნებს როგორ კითხულობ, სულ რომ წიგნებზე საუბრობ?“ და ა.შ. წიგნებს ვკითხულობ, იმიტომ რომ მაქვს ძალიან მსუბუქი ფორმის დისლექსია. ეს გამოიხატება იმაში, რომ სანამ ახალ სიტყვას წავიკითხავ, ამისთვის მჭირდება დაახლოებით 30 წამი. ამიტომ მიჭირს ახალი ენების სწავლა, თუმცა მაინც ვსწავლობ იტალიურს“, – ამბობს მარიშკა ჯავახაძე.