დღეს შინდისის გმირების დღეა. 17 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსებთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
22-მა ქართველმა გმირმა მეომარმა, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში არნახული სიმამაცე გამოიჩინა. 22 მეომრიდან გადარჩა მხოლოდ 5.
რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.