
გადაცემას ”რადიო დუეტი” მომღერალი და სიმღერების ავტორი გელა გნოლიძე ესტუმრა.
– რა ხდება შენსკენ, შენ წერ სიმღერებს, აკეთებ არანჟირებებს, მოკლედ, ბევრს მუშაობ… ვიცი რომ რუსულ ტექსტებსაც წერ…
– კი, რამდენიმე ტექსტი მაქვს დაწერილი, მათ შორის დათო ხუჯაძისთვის და აგნესასთვის და გამომივიდა. ქართულად არასოდეს დამიწერია. ისე ვცდილობ ხოლმე რომ ტექსტთან შეხება არ მქონდეს. გარკვეული წლების განმავლობაში რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. მიმაჩნია, რომ რუსულად უფრო მარტივად იმღერება, ქართული არ მიცდია, ქართული ტექსტის წერას ცოდნის დიდი მარაგი სჭირდება. მე სულ რითმული სიმღერები მაქვს ხოლმე და რთულია ქართული შესატყვისის მოძებნა.
– ახალი სიმღერები თუ გაქვს?
– კარგი და პერსპექტიული გეგმები მაქვს. წინასწარ არ ვიტყვი. შესაძლოა ახლო მომავალში რამდენიმე სიმღერა კიდევ შემოგთავაზოთ, რადგან მზადების პროცესშია. ვზარმაცობ ხოლმე და ვერ ვაქტიურობ. ჩემი თავის გარდა სხვებსაც ვუკეთებ პროდიუსინგს. ვმუშაობ შალვა რამიშვილის სატელევიზიო შოუში და დროც აღარ მრჩება.
– მოგვიყევი სიმღერაზე ”წლები მიდის”…
– ეს სიმღერა არის ჯგუფ ”ვაკის პარკის”. ჩვენ ადრე სტუდია გვქონდა, სტუდია ”მაესტრო” და ბატონი ზაზა იყო აღმასრულებელი დირექტორი. ძალიან მომწონდა ეს სიმღერა და ჩემებურად გადავაკეთე. რადიოში არასოდეს არ დატრიალებულა. კონცერტებზე ვმღერი ხოლმე. არანჟირება მე გავაკეთე, ინსტრუმენტზე კი ზაზა ხუციშვილი უკრავს.
– ახალ სიმღერაზე მოგვიყევი…
– ”ნუ წახვალ” ასე ქვია ამ სიმღერას. მიუხედავად იმისა, რომ ვწერ სიმღერებს, ეს მე არ მეკუთვნის. ზაზა ხუბუკელაშვილის შექმნილია და დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ვთხოვდი რომ მოეცა ჩემთვის. მივაღწიე მიზანს და მაჩუქა. ტექსტი გააკეთა გიორგი პავლიაშვილმა, ჩვენმა რეპერმა მასტერმა. ჩაიწერა სეუ სტუდიაში. სიმღერა არის სიყვარულზე, ერთი მეორეს ეუბნება, ნუ წახვალო, ხოდა არ წავიდნენ, დარჩნენ და რაც მეტი სიყვარული პოზიტივი იქნება ხალხში და ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება. მინდა ყველა შეყვარებულ წყვილს მივუძღვნა. იმედი მაქვს მსმენელი აიტაცებს. ვიდეორგოლის გადაღებას ვაპირებ და იქნება ამ სიმღერის სატელევიოზიო პრემიერაც.
– სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე….
– ახლო მომავალში მინიმუმ ორი სიმღერა კიდევ იქნება.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
გელა გნოლიძე (გნოლიკა) – ნუ წახვალ
გელა გნოლიძე – ვიდეო კოლაჟი
გელა გნოლიძე – აკაპელა live
