გადაცემას ”რადიო დუეტი” ზურა მირზიაშვილი ესტუმრა. ზურა ანსამბლების, ”ორერასა” და ”ანანურის” წევრი გახლავთ.
– რა ხდება ”ორერაში”?
– კარგად არის ყველაფერი, უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით კონცერტებს ვგეგმავთ. გვაქვს რეპეტიციები, ვამზადებთ ახალ სიმღერებს. ხუთი წელია რაც ორერაში ვარ, თავიდან გამიჭირდა ძალიან, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. დღემდე ყოველი კონცერტის წინ ძალიან ვღელავ. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე მამის წყალობით ბავშვობიდან გამოვდივარ.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ, ვინ ამოარჩიე საინტერესოა…
– დიახ, ”ამოგარჩიე ქალავ”, ასე დავარქვით ამ სიმღერას. მყავს მეუღლე და შვილი – 4 თვის გაბრიელი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ძალიან მიყვარს. სიმღერა დაწერა სოფი რაფაელომ. ის ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანია, ბერძენია და ძალიან კარგ ქართულ სიმღერებს წერს. რესტორანში გავიცანით ერთმანეთი და იქ შემპირდა, რომ სიმღერას დამიწერდა. ტექსტიც მას ეკუთვნის. არანჟი შამოსთან, ”მიქს სტუდიოში” გაკეთდა. მინდა დიდი მადლობა ანსამბლ ”ანანურს” გადავუხადო, რომელიც დამეხმარა ამ სიმღერის გაკეთებაში. ამ სიმღერას ვუძღვნი ჩემს მეუღლეს და ყველა იმ ადამიანს ვისაც მოეწონება, ან არ მოეწონება.
– სამომავლო გეგმები?
– მინდა კიდევ რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერო და ალბომი გამოვუშვა. მაქვს ორი დუეტი და ორი სოლო სიმღერა ჯერჯერობით.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ზურა მირზაშვილი – ამოგარჩიე ქალავ
ვიდეო კოლაჟი
