
გადაცემას ”რადიო დუეტი” მერაბ სეფაშვილი, ფიქრია მეგრელაძე, კაკული გურიელაშვილი და მისი ვაჟი, მიშელი ესტუმრნენ.
– სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა, ახლა კი რადიოშიც გაჟღერდება თქვენი საერთო სიმღერა, მოგვიყევით მის შესახებ…
კაკული: – 9 სექტემბერს ძალიან დიდი კონცერტი იგეგმება ისრაელში ებრაელებისა და ქართველების სიყვარულის დღეები ერქმევა მას. მასში მონაწილეობას მიიღებს მერაბ სეფაშვილიც. დაიბადა იდეა, რომ საერთო სიმღერა გაგვეკეთებინა. ქართული ტექსტიც ჩვენ მოვიფიქრეთ, ვახო ბიჭიკაშილმა და ნუგზარ ერგემლიძემაც მიიღეს მონაწილეობა. კონცერტს ალბათ ეს სიმღერა გახსნის. თაკო, თქვენც გიწვევთ ამ საღამოზე. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებით საღამოს, ზაფხულში ვგეგმავ და იქნება ძალიან ლამაზი და ეფექტური.
მერაბი: – მე მართლა ვფიქრობ, რომ ქართველი ებრაელებისთვის კაკული არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ის დიდ სიყვარულს სჩუქნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს. მე ამ კონცერტისთვის, ჩემს შვილთან, სანდროსთან ერთად ჩავწერ სიმღერას და ვიმღებთ ერთად.
– თქვენი ვაჟი, მიშელი მღერის სიმღერას ”მიყვარხარ”…
კაკული: – არანჟი ეკუთვნის გაი ჯანაშვილს, მე და მიშელმა ისრაელში ჩავწერეთ ეს სიმღერა, მერაბმა კი საქართველოში. ქართული ტექსტი მეკუთვნის მე. ”Рыжая” ასე ჰქვია ჩვენს მიერ შესრულებულ სიმღერას.
– სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ…
ფიქრია: – ღმერთმა საქართველო არ დაგვავიწყოს… სამომავლოდ მე და კაკული ვაპირებთ სიმღერის ჩაწერას. მაქვს ახალი სიმღერა, რომლის ავტორიც კაკი ბოლქვაძე გახლავთ და სანამ ისრაელში წავალთ, ამ სიმღერას დაგიტოვებთ.
მიშელი: – ვწერ ალბომს ქართულ ენაზე, ზაფხულისთვის ალბათ გამოვა. ვმუშაობ ახალ სიმღერებზე…
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
მერაბ სეფაშვილი, კაკული გურიელაშვილი, მიშელ გურიელაშვილი – რიჟაია
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
