LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ლატარიის ბილეთზე ილოცა და 2 მილიონი დოლარი მოიგო

115
sc-millionaire-scratch-1-080425

აშშ-ში სამხრეთ კაროლინას შტატის მცხოვრებმა ლატარიის ბილეთი 20 დოლარად შეიძინა და 2 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ People წერს.

ქალაქ კოლუმბიადან ერთმა ქალმა ბილეთი ბენზინგასამართ სადგურზე იყიდა, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა. მან თქვა, რომ ძალიან სურდა მოგება და მანქანაში ილოცა, სანამ ბილეთზე დამცავ ფენას მოფხეკდა.

როდესაც ქალმა ეს გააკეთა, აღმოჩნდა, რომ ორი მილიონი დოლარით გამდიდრდა.
„ხელები მიკანკალებდა, როდესაც ბილეთი დავარეგისტრირე. ეს ოცნების ახდენა იყო“, – თქვა ქალმა და გამარჯვებას ნამდვილ სასწაულს უწოდა.

მან თანხის ნაწილი მაშინვე ქველმოქმედებას გადასცა. City Fuel & Food-ის ბენზინგასამართ სადგურმა, სადაც იღბლიანმა ამერიკელმა ლატარიის ბილეთი შეიძინა, გათამაშების ორგანიზატორებისგან ბონუსის სახით 20 ათასი დოლარი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები