LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უმღერის ბაიკო ასლამაზიშვილი ისრაელს?

24

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” მომღერალი ბაიკო ასლამაზიშვილი ესტუმრა.

 

 

– გუშინ ჩამოვედი ისრაელიდან და ძალიან ამაღლებული განწყობით მოვედი. ეს სიმღერა ეძღვნება ისრაელს. ექსპრომტად შემომთავზეს რომ წავსულიყავი, ერთ კვირაში შეიფუთა. მინდოდა ამ სიმღერით იქაური ქართველები გამეხარებინა. ცირა ბზიშვილი გახლავთ არანჟირების ავტორი, სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ეკუთვნის გიორგი შალვაშვილს, ჩაიწერა B&G სტუდიაში. ისრაელში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ამ სიმღერამ, ერთ-ერთმა ცნობილმა მომღერალმა მითხრა რომ ჩამოვა თბილისში და ჩემთან ერთად დუეტს ჩაწერს. ”შალომ”- ასე ჰქვია ამ სიმღერას. ლევან კურტანიძემ კი დუდუკითა და კლარნეტით გააფორმა.

 

– სამომავლო გეგმები?

 

– მინდა კიდევ რამდენიმე სიმღერა ჩავწერო და ალბომი გამოვუშვა, ჯერჯერობით 7-მდე სიმღერა მაქვს, აქვე მინდა გიორგი შალვაშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი ლამაზი სიმღერის დაწერისთვის.

 

 

 

აუდიო ჩანაწერი

 

 

Audiogogoarda21

 

 

 

ბაიკო ასლამაზიშვილი – შალომ

 

AudioBAIKO ASLAMAZISHVILI – SHALOM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები