გადაცემას ”რადიო დუეტი” ავტორ-შემსრულებელი ცირა ბზიშვილი ესტუმრა. ამერიკის შეერთებული შტატებში კი ”არ დაიდარდო” ახალგაზრდა პოეტს, ზურა სალუქვაძეს დაუკავშირდა.
– დღეს შენ ახალი პროექტით გვესტუმრე, მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ, ეს თემა ჩვენთან ბოლოს სტუმრობისას ერთხელ უკვე აღნიშნე…
– დიდი ხნის წინ გაჩნდა ეს იდეა, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერ მოვიცალე, ყველას ყველაფერს მალე ვუკეთებ, თუმცა, საკუთარი თავისთვის მეწელება ხოლმე. საბოლოოდ ქართულ ამერიკული პროდუქტი გამოვიდა. ბევრი შრომა დაგვჭირდა, ბევრი ბარიერი იყო, ონლაინ რეჟიმში მოგვიწია მუშაობა. ეს სიმღერა 7-8 წლის წინ არის დაწერილი – რთული თემატიკაა, ცხოვრებაზეა… ამ სიმღერას დიდი ისტორია აქვს: დემო ვარიანტის სახით ჩემთვის მქონდა ჩაწერილი, არასოდეს გაჟღერებულა არავის მიერ. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ერთ-ერთ ქართველ ცნობილ მომღერალს ემღერა და შევთავაზე. მოეწონა, გავუკეთე არანჟირება. მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერ ჩავწერეთ. მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ შუა ნაწილში ლექსი მოუხდებოდა. თუმცა მაშინ მუსიკით ამოვავსეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩემი სიმღერა მომღერალმა ბოლომდე გაითავისოს. უნდა ავღნიშნო, რომ შენს აქტიურობას დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში.
– შენი სიმღერა, ”არ დაგივიწყებ” ძალიან მომწონს, მომიყევი მის შესახებ…
– რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მალევე დავაპრემიერეთ რადიო ეთერით, ვიმღერე კონცერტზეც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიმღერის შემდეგ გამოხატა მრავალმა ადამიანმა ჩემს მიმართ სითბო. მოხარული ვიქნები თუკი ჩემი სიმღერები გამომაჩენს და მე არ მომიწევს ჩემი სიმღერების გამოჩენა.
– შენ ჩვენთან ერთ-ერთი სტუმრობისას აღნიშნე, რომ მღეროდი ”აი ია”- ში. მოდი კიდევ ერთხელ მოგვიყევი საიდან დაიწყო ყველაფერი…
– ”აი ია” იყო ერთ-ერთი ძალიან ძლიერი საბავშვო ანსამბლი, ეს იყო მზიურის ეპოქაში. დიდი კასტინგების შემდეგ მოვხვდი იქ, მაგრამ თავიდან არ მიმიღეს. ჩემსა და ჩემს დას შორის მე უფრო მქონდა ნიჭი გამოხატული. მე პატარა ვიყავი, ხუთი წლის და არ მიმიღეს. როდესაც ჩემს დას მივყვებოდი ხოლმე რეპეტიციებზე, შემამჩნიეს, 4-5 თვეში, მიუხედავად იმისა, რომ ”დაწუნებული” ვიყავი, ”აი-ია”- ში მიმიღეს. მოხდა ისე, რომ მუსიკალურად ამ ანსამბლის წამყვანი ძალა გავხდი. ანსამბლში ყველა ინსტრუმენტზე ყველა ვუკრავდით, პირველი სიმღერა იყო ”ხელოვანის ბედი” და მაშინ ვიყავი 13 წლის. მე თვითონ ვასრულებდი. როდესაც ანსამბლიდან წამოვედი, მას შემდეგ ვაგრძელებ თანამშრომლობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ მათი კომპოზიტორი.
– მოდი ახლა ზურაზე ვისაუბროთ, როგორ მოხდა თქვენი გაცნობა-დამეგობრება?
– ეს სიმღერა უკვე იყო, ჰქონდა თავისი თემა, ჟანრი და ცალკე იყო ზურა, რომელიც ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობს. ის ონლაინ რეჟიმში გახდა ცნობილი. ეს ყველაფერი ერთად ალბათ იმიტომ შეირწყა, რომ მაინტერესებდა იმ პოეტის მოსაზრება, რომელიც ყველაფერს პოზიტიურად უყურებს, ჩემი სიმღერა კი როგორც ავღნიშნე რთულ თემაზეა. მასთან დაკავშირება არის ურთულესი. შემდეგ ზურას ნამდვილი პროფილი იპოვა თაკო მელიქიშვილმა და მივწერე ზურას ჩემი იდეის შესახებ და ძალიან მალე მივიღე მისგან დაინტერესება. მოვასმენინე სიმღერა, ვუთხარი ჩემი იდეის შესახებ და დავიწყეთ თანამშრომლობა. ლაივში წავუმღერე, ზურამ ამოიღო ლექსი, რომელიც დაწერილი ჰქონდა. მასაც ძალიან დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, მეც და ძალიან გაგვიჭირდა. ბოლოს მითხრა რომ სული ამომხადეო. ზურა სექტემბერში აპირებს დაბრუნებას საქართველოში. ძალიან ბედნიერი ამის გამო. წერს მოთხრობას, რომელიც წიგნად გამოვა და აქვს ბევრი პროექტი გამზადებული.
– ახალ სიმღერა ვისაუბროთ…
– ეს არის უფრო მეტად იდეა, რაც დღევანდელ საზოდაოებას ძალიან სჭირდება, ეს არის იდეა ადამიანობაზე, ცხოვრებაზე… უნდა შეძლო შენი შემოქმედებით რაღაც კვალი დატოვო. ეს არის მთავარი აზრი და პრინციპი ამ პროექტის. ჩემს სიმღერას ერქვა ”მიდან დღეები”, ზურას ლექსს ერქვა ”ისუნთქონ იებმა”, ამიტომაც ბევრი ფიქრის შემდეგ ორივე სათაური დავტოვეთ. ცხოვრებაში ბევრი დრო იკარგება, ბავშვობიდან განცდა მაქვს, რომ ძილისთვის დრო მენანება. სიმღერა და ტექსტი მეკუთვნის მე, ვასრულებ მე, ზურა კი თავის ლექსს თავად კითხულობს.
ჩართვა აშშ-დან – ზურა სალუქვაძე:
– ძალიან მომწონს ცირას სიმღერა, ეს არის ქართულ მელოდიებში გარღვევა. მუსიკას არ აქვს ენა, საზღვრები, ცირა იქ აღმოჩნდა, სადაც ჩემთვის საუკეთესო შედევრები იქმნება. მე მიმაჩნია, რომ ხელოვანმა ადამიანები უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. მოთხრობას ვწერ და წიგნად მინდა გამოვუშვა, აფხაზისა და ქართველის ურთიერთობაზეა და ოქტომბერში რომ ჩამოვალ ზუგდიდიდან დავიწყებ პრეზენტაციას. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ, რომ ვიძინებ ბედნიერი ვარ, ვიცი რომ ერთი დღით ნაკლები რჩება ჩამოსვლამდე. მე სტერეოტიპების დამსხვრევა მომწონს. ამერიკაში ჩამოვალ ხოლმე, თუმცა თბილისიდან ვივლი სტუმრად და არა პირიქით. ერთი სული მაქვს ყაზბეგსა და ხევსურეთში როდის წავალ, მანდ ყველაზე ახლოს ვარ ღმერთთან. ”ისუნთქონ იებმა” – დამაწერინა კითხვამ რატომ ვცხოვრობთ, ხომ გინახავს კადრი, ასფალტი რომ არის ამოგლეჯილი და იები როა ამოსული. ამაზე ფიქრმა დამაწერინა… ია არის ლამაზი, ცივილიზაცია სიფაქიზეს ანადგურებს. იის სუნთქვაში სულ სხვა რაღაც დევს, ის ბედნიერია, ასხივებს. ყვავილმა უნდა ისუნთქოს, როდესაც სული სუნთქავს ეს ბედნიერებაა. რეალობას რომ შევხედოთ რა დღეში ვართ, გავგიჟებით… ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები დაიპყრო ფოტომ, სადაც ადამიანს უკეთია ზურგჩანთა და ხელში ყვავილი უჭურავს… ადამიანების ყურადღება მიიქცია იმით, რომ საყვარელი ადამიანისთვის ყვავილი მიჰქონდა… უნდა შევცვალოთ მიდგომები, თორემ ერთ დღეს მივხვდებით, რომ რაც კი საამაყო გვაქვს ქართველებს, ეს ყველაფერი აღარ არის. ბევრი რამ ”მიტყდება” საქართველოში”, ამაზე დიდ ხანს შემიძლია ვისაუბრო. ჩემთვის გამორჩეული ლექსია ”სხვანაირი”, ეს არის პროტესტი საზოგადოების მიმართ, რონელიც ჯერ ცაში აგიყვანს და შემდეგ დაგანარცხებს. შენ რომ ტალახს გესვრიან, თავიანთ ცოდვებს ამით ფარავენ და ერთი დღით გაიხანგრძლივებენ თვითკმაყოფილებას. შემიძლია ამ ლექსზე ისე ვისაუბრო, თითქოს სხვისი დაწერილია. ვინმე თუკი რაღაცაში ოდნავ მაგარია, თავს უნდა დავესხათ და თუ გაგვიძლო, მერე ვაღიარებთ. ასევე, ქებამ არ უნდა გწყინოს, ყველა ადამიანი დიდ გამოცდას გადის რომ მასზე ამან ცუდად არ იმოქმედოს, ეს არის პირველი ცდუნება. სხვათაშორის მანქანას რომ ვმართავ, თუ მუსიკა არ არის ჩართული, კოშმარია, ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ცირა ბზიშვილი & ზურა სალუქვაძე – დღეები მიდიან
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
