LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალდება წარუდგინა

126
თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე

„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორ პირს – თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალდება წარუდგინა“, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა დაზარალებულს გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g