მარიამ კოხრეიძემ, რომელსაც უკვე სრულიად საქართველო იცნობს, აჭარული ფორმა მოირგო, რომელიც საოცრად ამშვენებს.
კადრებს სოციალურ ქსელში დავით ოქროპილაშვილი გვიზიარებს.
„რა ლამაზია მარიამი თან ძალიან მორიდებული“…„ფერია გოგო“, – ვკითხულობთ კომენტარებში.
შეგახსენებთ, მარიამ კოხრეიძე, მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც გოგონამ საზოგადოების დახმარებით, ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა, დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.