LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში! – სიამის ტყუპებს შვილი შეეძინათ – ახალი დეტალები ებბი და ბრიტანი ჰენზელების შესახებ

509
page

მედიაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპების, ებბი და ბრიტანი ჰენზელების ფოტოები გავრცელდა და საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. ისინი მინესოტაში გადაიღეს, მათ ხელში ახალშობილისთვის განკუთვნილი კალათა ეკავათ, რომელშიც ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ბავშვი იწვა.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სიამის ტყუპებს ბავშვი შეეძინათ – ებბი და ბრიტანი ჰენზელების უახლესი ფოტოები და გაოგნებული საზოგადოება

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში, მათ TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც ასე იყო დასათაურებული: „დაქორწინებულები ვართ და ბავშვი გზაშია“.

თუმცა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვინ ჩაითვლება ბავშვის კანონიერ დედად. ასევე უცნობია, მიმდინარეობდა თუ არა ორსულობა გართულებებით. არსებობს ალბათობაც, რომ დებმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლეს, ან ბავშვი იშვილეს.

ექიმების განმარტებით კი, იმის გამო, რომ ტყუპებს საერთო რეპროდუქციული სისტემა აქვთ, მათთვის ბავშვის გაჩენა ჩვეულებრივი გზით არის შესაძლებელი. 35 წლის ებისა და ბრიტანის აქვთ ორი ხერხემალი, ორი გული, ორი ფილტვი, რომელიც ერთიან სისხლის მიმოქცევის სისტემაშია ჩართული.

თუ ტყუპები მართლაც გახდნენ დედები, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა სიამის ტყუპებმა ბავშვი გააჩინეს.

ცნობისთვის, დები 2021 წელს ამერიკის არმიის ვეტერანზე, ჯოშუა ბოულინგზე, დაქორწინდნენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ მხოლოდ გასულ წელს გავრცელდა.

ვიდეო: მსოფლიოში ყველზე ცნობილი სიამის ტყუპებიდან ერთ-ერთი და დაქორწინდა – მისი რჩეული ომის ვეტერანია

შეგახსენებთ, ტყუპები სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად 1996 წელს, „ოპრა უინფრის შო­უ­დან“ გა­იც­ნო. ამის შემდეგ ისინი რეალითი შოუში იღებდნენ მონაწილეობას. ამ­ჟა­მად ებბი და ბრიტანი ჰენზელები მი­ნე­სო­ტას ერთ-ერთ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები