LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს“ – ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს უსამძიმრებენ

359
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი სამ­ძიმ­რის წე­რილს ავ­რცე­ლე­ბენ და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.

ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა.

ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი.

ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს.

სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 61 წლის ასაკში ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g