LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის საზაფხულო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

595
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და სილამაზის ცენტრებში 30 სექტემბრამდე მეტი MR ქულის დაგროვებისა და ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

მეტი MR ქულა

Cinnamon-ში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები 5-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. Cinnamon საკონდიტროა, სადაც დარიჩინის ფუნთუშების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

Zillico-ში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები 5-ჯერ მეტი MR ქულის დაგროვებას შეძლებენ. Zillico-ში სასიამოვნო გარემო, თანამედროვე ქართული კერძები და მრავალფეროვანი ღვინის ასორტიმენტი დაგხვდებათ.

La Clinique მომხმარებლებს კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს – 30 სექტემბრამდე საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას მიიღებენ.

Margot Hotel-ის აუზზე და რესტორანში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები 5-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ.

Kancellaria Natural Wine Bar-ში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები 5-ჯერ მეტი MR ქულის დაგროვებას შეძლებენ. Kancellaria ნატურალური ღვინის ბარია თბილისის ცენტრში.

საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები Saponchike-ში 5-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. Saponchike ორიგინალური დონატებისა და სასმელების ადგილია თბილისის ცენტრში.

საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები My Boba-ში 5-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. My Boba ბურთულებიანი ჩაის კაფეების ქსელია თბილისში. იგი მომხმარებელს ბობას 120-მდე ავთენტურ სახეობასა და იაპონურ ონიგირის სთავაზობს.

ქართულ-ევროპულ რესტორან Adre-ში საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას 5-ჯერ მეტი MR ქულის დაგროვება იქნება შესაძლებელი.

საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები Paliani Hotel-ში ნომრის დაჯავშნისას 5-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. სასტუმრო „ფალიანი“ მესტიაში მდებარეობს და სტუმრებს გამორჩეულ ხედებს, ადგილობრივ კერძებსა და გულთბილ მასპინძლობას სთავაზობს.

ქეშბექი

Blue Drop-ში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები თანხის 20%-ს MR ქულების სახით დაიბრუნებენ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

სასტუმრო Dakidula-ში საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას თანხის 15%-ის დაბრუნება იქნება შესაძლებელი. შეთავაზება მოქმედებს როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე Apple/Google Pay-ით გადახდისას. Dakidula რაჭაში მდებარეობს. იგი აერთიანებს ეკომეგობრული კოტეჯებსა და რესტორანს, სადაც ტრადიციული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

Villa Mosavali-ში საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას თანხის 10%-ის დაბრუნება იქნება შესაძლებელი. შეთავაზება როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე Apple/Google Pay-ით გადახდისას მოქმედებს სასტუმროს ნომრებზე, დიდ და პატარა აუზზე, ასევე პადელის კორტებზე. დასაჯავშნად აუცილებელია სასტუმროსთან დაკავშირება.

შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო ბარათი, გაიგე შენი ლიმიტი და დააგროვე MR ქულები. MR ქულები გროვდება ყველა გადახდაზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში. ბარათის შეკვეთა კი შეგიძლია მობილბანკიდან, ინტერნეტბანკიდან ან საქართველოს ბანკის ფილიალებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g