LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიცოცხლე მაგარი რამეა…“ – მამუკა ჩარკვიანი სიცოცხლეზე, რა კადრებს ავრცელებს კახაბერ შარტავა 

320
მამუკა ჩარკვიანი, კახბერ შარტავა

20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეჟისორი, კახაბერ შარტავა სოციალურ ქსელში თათული ედიშერაშვილის საავტორო გადაცემიდან „ტკბილი სურნელი” მამუკა ჩარკვიანთან ინტერვიუს კადრებს ავრცელებს, სადაც მუსიკოსი სიცოცხლეზე საუბრობს და ამბობს, რომ „სიცოცხლე მაგარი რამეა“.

„ეს თათული ედიშერაშვილის საავტორო გადაცემაა, რომლის რეჟისორიც ვიყავი მე.

რაღაცნაირ საოცარ მართლა ტკბილ სურნელებად შეიკრა ეს რამდენიმე გადაცემა და განსაკუთრებით რამდენიმე მახსოვს, ერთ-ერთი და პირველი კი ნამდვილად იყო მამუკა ჩარკვიანი   არ მავიწყდება გადაღებიდან წამოსულებს რა ემოცია გვქონდა და შემდეგ გადაცემის მონტაჟისგან რამხელა სევდიანი მაგრამ ძლიერი სიყვარული დამრჩა“, – წერს შარტავა.

„კაცი რომ ორი წელი არ მოვა შენს სანახავად, ის არ შეიძლება, შენი ახლობელი იყოს“ – როგორი იყო მამუკა ჩარკვიანის ბოლო წლები და როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას

„მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“ – კულტურის სამინისტრო

კახა კალაძე: „ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს! მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში“

💔„სევდა არ მიაქვს დროს, არ დაიჯეროთ…“

💔„სევდა არ მიაქვს დროს, არ დაიჯეროთ…“ – მსახიობი კახაბერ შარტავა გვიზიარებს ამონარიდს მამუკა ჩარკვიანის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან ვიდეო: კახაბერ შარტავა #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g