LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ვაჟი 1 წლის გახდა – წყვილი ბიჭუნას სახეს კვლავ მალავს

170
photo-collage.png (2)

23 აგვისტოს, ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ვაჟი, ჯეკ ბლუზი 1 წლის გახდა. მომღერლისა და მოდელისთვის პატარა პირველი შვილია, რომლის სახის გასაჯაროვებისგან ისინი დღემდე თავს იკავებებენ.

იმ ფონზე, როცა ბიჭუნა პაპარაცების მთავარი სამიზნეა, მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ ის აბეზარი ფოტოგრაფების ობიექტივისგან დაიცვან. ყველასთვის ცნობილია, რომ ჯეი ბი პაპარაცებს არ წყალობს.

,,ფული, ფული, ფული – თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ” – ჯასტინ ბიბერი პაპარაცებს დაუპირისპირდა

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურ წყვილს ახალშობილის სურათები აქამდე არაერთხელ გაუვრცელებია, ჯეკ ბლუზის სახე ყველგან დამალულია.

ასე მოხდა ამჯერადაც, როცა დედამ შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ კადრში, ჯეკი საჩუქრით თამაშობს, თუმცა მისი სახე ბუშტებითაა დაფარული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოსესიაში ჯასტინს მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები 2018 წელს დაქორწინდნენ. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი მშობლები გახდებოდნენ წინ უძღოდა ჭორები მათ ქორწინებაში კრიზისის შესახებ. ინსაიდერის ინფორმაციით, ჯასტინი კარგად უმკლავდება მამის როლს და უახლეს ვიდეოში ოჯახში არსებულ იდილიას აჩვენებს, თუმცა მეუღლესთან ურთიერთობაში უთანხმოებაზე საუბარი მაინც არ ცხრება.

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ოჯახური იდილია არტისტის ახალ კლიპში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები