LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:„ერთი კითხვა მაქვს თქვენთან..ვერაზე, სადაც ჩემი კაფეა, გარშემო სულ აქვთ რუსებს და უკრაინელებს კაფეები, ყველა გადატენილია, მე მომიწია დამეკეტა 1 თვით..რატომ ხდება ასე? რატომ არ ვუჭერთ მხარს ქართველები ერთმანეთს და რატომ დავდივართ რუსების და უკრაინელების კაფეებში?“ – თიკა ჯამბურია

7084
თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

მომღერალი, რომელმაც ვერაზე საკუთარი კაფე გახსნა, არსებულ პრობლემაზე საუბრობს.

თიკა აღნიშნავს, რომ მისი კაფეს მიმდებარედ არსებული კაფეები, რომლებიც რუსებისა და უკრაინელების მფლობელობაშია, მისი კაფესგან განსხვავებით ხალხით გადავსებულია.

თიკა ჯამბურია კითხულობს, რატომ არ უჭერენ მხარს ქართველები ერთმანეთს.

„ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ახლა გავიხედე, გამოვიხედე და ვერაზე, იქ, სადაც ჩემი კაფეა, მიმდებარე ტერიტორიაზე, სულ აქვთ რუსებს და უკრაინელებს კაფეები, ყველა არის გადატენილი, ოღონდ მარტო რუსებით და უკრაინელებით არა, ქართველებიც მარტო იმ კაფეებში სხედან, მე მომიწია დამეკეტა 1 თვით რომ უკეთესი მუშაობა მქონოდა სექტემბრიდან. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე? რატომ არ „ვასაფორთებთ“ ქართველები ერთმანეთს და რატომ დავდივართ რუსების და უკრაინელების კაფეებში?“ – აღნიშნავს თიკა ჯამბურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g