”როგორც კი გავა ეს სიმღერა, იმედი გვაქვს, ლარი ლარს დაემსგავსება”
გადაცემას “რადიო დუეტი” “თეატრალურის კვარტეტის” წევრები ირაკლი აბჟანდაძე და ოთო კოვზირიძე ესტუმრნენ.
– რატომ მოხვედით მხოლოდ ორნი?
ირაკლი: – იცი რა? დოლარმა რომ აიწია, ამის გამო მოვედით ორნი.
ოთო: – ახალი სიმღერა ჩაიწერა სტუდია ”ანდღოში”. არანჟირება ეკუთვნის ზაზა ხუბუკელაშვილს. სიმღერა არის სომხურენოვანი და ჩვენ გადმოვაქართულედ. არმენ ჰამანესიანი მღერის. ვიფიქრეთ, რომ ქართულად გადაკეთება კარგი იქნებოდა. ტექსტი დაგვიწერა ნანა ცინცაძემ. ჯერჯერობით სატელევიზიო პრემიერა არ იგეგმება.
– საავტორო უფლებები გაქვთ?
ირაკლი: – არმენს არ დაურეკავს ჯერჯერობით. არ მგონია რაიმე სერიოზული პრობლემა მოყვეს. ეძღვნება ვალუტის კურსს და იმ ადამიანებს, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული და საყვარელ ადამიანებს საჩუქარს ვერ უკეთებენ. როგორც კი გავა ეს სიმღერა იმედი გვაქვს ლარი ლარს დაემსგავსება. სიმღერას ეწოდება ”გაკოცებ, გაკოცებ”. ვალუტას არ ვკოცნით… ეროტიულ მოტივებზეა ეს სიმღერა, ჯგუფურ კოცნაზე.
– კონცერტებს რაც შეეხება…
– დაგეგმილი გვქონდა კონცერტები საქართველოს რეგიონებში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. უახლოეს მომავალში აღდგება. 12 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვგეგმავთ კონცერტსაც.
– დათო არჩვაძე როგორ არის, საქართველოშია?
ოთო: – ჩვენ შენთვის უნდა გვეკითხა, არ ყოფილა შენთან? სხვათაშორის ტყუპებს ელოდება. მოვიკითხავთ აქედან. ვალუტამ ”თეატრალურის კვარტეტზე” იმოქმედა მაგრამ არა დათოზე, ის ძლიერი პიროვნებაა.
– ამერიკაში გქონდათ გასტროლი…
– საოცრად მოსაწყენი ქვეყანაა. როგორც კი ჩამოვედით მაშინვე ჩავწერეთ ”გაკოცებ, გაკოცებ”.
– ანეგდოტი მოგვიყევი…
ოთო: – ჩვენი წევრი, კობა ყვება ხოლმე სულ ამ ანეგდოტს. გურული დასასვენებლად გადაწყვეტს წასვლას, მაგრამ რომ გადახედავს ბიუჯეტს იტყვის, არც ისე დაღლილი ვყოფილვარო.
თეატრალურის კვარტეტი – გაკოცებ გაკოცებ
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
