2025 წ. 10 – 11 ოქტომბერს, „ვიპიარ ჯგუფის“, მალტის ქართული კულტურის ცენტრის GCC- MALTA – ს, ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მალტაზე მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალი „ოქროს მუზა“ გაიმართება.
„ოქროს მუზა“ დაფუძნდა ბატონ მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში მისი ინიციატივითა და რეკომენდაციით, რომლის მიზანს, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, მათი შემოქმედების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა; სხვადასხვა კულტურათა ტრადიციებისა და ღირებულებების გაცნობა წარმოადგენს.
„ოქროს მუზას“ დამფუძნებელია: მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი: „მუზა“ „ვიპიარ ჯგუფი“ ოფიციალური საერთაშორისო პარტნიორია: GCC – MALTA – მალტის ქართული კულტურის ცენტრი.
მნიშვნელოვანია, რომ 10 წლიანი ისტორიისა და ნდობის შემდეგ, „ოქროს მუზა“ მალტაზე გაიმართება, რომელიც პროექტს ახალ ენერგიასა და საერთაშორისო აღიარებას მოუტანს.
ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ: მუსიკალური სტუდიის წარმომადგენლები, ვოკალისტები, ინსტრუმენტალისტები, ხელოვანები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმოდგენილი იქნება დიდ მაესტროზე დოკუმენტური ფილმი.
აღსანიშნავია, რომ „ოქროს მუზას“ გრან-პრის მფლობელებმა: VIPR/GCC-MALTA – ს თანადგომითა და მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს ესპანეთში, შვედეთის სამეფოში, მალტაზე, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში გამართულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში, სადაც ღირსეულად წარადგინეს ჩვენი ქვეყანა..
მნიშვნელოვანია, რომ მალტაზე 10 -11 ოქტომბერს ქალაქ ბირგუში, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ტრადიციული დღესასწაული „ბირგუფესტი 2025“ გაიმართება, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით ყველაზე კრეატიული ღონისძიებაა – სანთლებით განათდება ქარვისფერი მალტა.
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები, ანსამბლები, ბენდები.. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. გაიმართება კინოს ფესტივალი. ამ ღონისძიებაზე საქართველოს პავილიონს წარადგენს „ვიპიარ ჯგუფი„ / GCC- MALTA – მალტის ქართული კულტურის ცენტრი.
